სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მესტიის მუნიციპალიტეტში დევნილ და ეკომიგრანტ ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ

2016-06-12 13:52:00

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ და ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. 

დევნილებსა და ეკომიგრანტებს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ჰუმანიტარული ტვირთი (გასაშლელი საწოლები) და კერძო კომპანიისგან სპორტული ფეხსაცმელები გადაეცათ. მინისტრმა ის სახლებიც მოინახულა, რომლებსაც სამინისტრო, მონიტორინგის დასრულების შემდგომ, სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის შეისყიდის.

სოზარ სუბარი სოფელ ჭუბერში აფხაზეთიდან დევნილ ცინდელიანების ოჯახსაც ესტუმრა. დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან ურთიერთპარტნიორობის ფარგლებში, სამედიცინო კლინიკა „გორმედ“-მა ცინდელიანების 6-სულიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს ავტოსატრანსპორტო საშუალება გადასცა, რაც მათ შემოსავლის წყაროს გაჩენაშიც დაეხმარება. 

მერაბ ცინდელიანი მეუღლესთან ერთად აფხაზეთში ცხოვრობდა, ომის დაწყების შემდგომ, კი საცხოვრებლად ჭუბერში გადმოვიდა. აფხაზეთის ომის დროს, კოდორის ხეობით წამოსულ დევნილებს ჭუბერში პირველი სწორედ ცინდელიანების სახლი ხვდებოდათ. მერაბ ცინდელაინმა და მისმა ოჯახმა ასობით დევნილს გაუწიეს დახმარება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324252627
28
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო