სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორის ინიციატივით სტუდენტებმა ტექნოპარკი დაათვალიერეს

2016-06-06 10:45:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, ზუგდიდის სხვადასხვა სასწავლებლის 150-მა სტუდენტმა თბილისის ტექნოპარკი დაათვალიერა. სტუდენტებმა ტექნოპარკში ინოვაციებზე საჯარო ლექციას მოუსმინეს. რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გუბერნატორმა მიმართა და ამცნო, რომ ზუგდიდის ტექნოპარკი ფუნქციონირებას ძალიან მალე შეძლებს.

„ყველა თქვენგანის სახეზე ვატყობ აღფრთოვანებას ამ თანამედრო ტექნოლოგიებით და გარემოთი რაც აქ არის. ეს ახალი შესაძლებლობებია თქვენთვის მომავალი თაობისთვის, თუმცა უფრო ბედნიერი ვარ, რომ თბილისის ტექნოპარკის შემდეგ, რეგიონებიდან პირველი სადაც ეს ინოვაცია დაინერგება ჩვენი რეგიონი იქნება. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ისწავლოთ, იმუშაოთ, გამოიგონოთ, დანერგოთ ისეთ გარემოში, რომელიც უშუალოდ თქვენთვის და თქვენს მოთხოვნებზე იქნება მორგებული. ტექნოპარკი ზუგდიდში გვექნება ძალი მალე, რადგან ამ საქმით დაინტერესებულია პრემიერ-მინისტრი, გვაქვს უშუალოდ მისი მხარდაჭერა, ასევე ძალიან აქტიურადაა ჩართული ამ საკითხში ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და რა თქმა უნდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი გიორგი ქაშიბაძე, რომელიც ყველაფერს აკეთბს, რომ რაც შეიძლება მალე თქვენ გქონდეთ ის შესაძლებლობები რაც აქ დღეს ნახეთ“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ.

ზუგდიდის ტექნოპარკმა თანამშრომლებზე ვაკანსია უკვე გამოაცხადა, მიმდინარე თვის ბოლოს კი ტექნოპარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.

სტუდენტების მიერ ტექნოპარკის დათვალიერება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის, ზუგდიდის მერიისა და გამგეობის მხარდაჭერით მოხდა. ტექნოპარკის დათვალიერებას გუბერნატორი სტუდენტებს მათთან შეხვედრის დროს დაპირდა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6
7
89101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო