სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში შსს არქივის უნიკალური მასალების ჩვენება გაიმართა

2016-05-21 16:54:00

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში,  სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის დარბაზში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მასალებზე დაყრდნობით პროექტის - „აღადგინე ისტორია შსს არქივთან ერთად!“ პრეზენტაცია გამართა.

პროექტის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო  შსს არქივის სპეციალური გამოშვება - ,,არქივის კვალდაკვალ-ზუგდიდი“, რომელშიც ასახული არქივში არსებული მასალების მცირე ნაწილი ეხებოდა ზუგდიდის რაიონს. კერძოდ, კრებულში თავმოყრილი გასულ საუკუნეში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი შემდეგი დოკუმენტაცია:

ზუგდიდის მაზრის მონაწილეობა 1924 წლის აჯანყებაში;

გასაბჭოებიდან ერთი წლის თავზე დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა;

1937-1938 წლებში რეპრესირებულთა და ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიები;

სპეცოპერაციის დროს, ერთ ღამეში გადასახლებულ ზუგდიდელთა გვარ-სახელები.

კრებულში თავმოყრილი საინტერესო მასალები, მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს დაუმახინჯებლად, პირველწყაროდან მიაწვდის ფაქტობრივ მონაცემებს მათი კუთხის უახლესი ისტორიის შესახებ.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო შსს არქივში დაცული მასალების საფუძველზე მომზადებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმები: ,,სარია ლაკობა“, ,,წართმეული პირველობა“ და ,,ზვიად გამსახურდიას წერილი ალექსი ინაურს“.

გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაში კინოჩვენებასთან ერთად  ბანერებისა და სხვა ილუსტრირებული მასალის გამოფენა მოეწყო.

ღონისძიებას შს სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე მოსამართლეები, ლექტორები, მასწავლებლები, სტუდენტები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.

 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
2223242526
27
28
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო