სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

რეგიონალური ინოვაციების ჰაბი თანამშრომელა შერჩევასა და გადამზადებას იწყებს

2016-05-19 20:50:00

რეგიონალური ინოვაციების ჰაბი (ზუგდიდის ტექნოპარკი) პერსონალის შერჩევასა და გადამზადებას იწყებს. რეგისტრაციისთვის უნდა გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი (რატომ უნდა შეგარჩიოთ თქვენ?), შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: fablab@gita.gov.ge

დოკუმენტაციის გამოგზავნის საბოლოო თარიღია: 6 ივნისი.

რეგიონალური ინოვაციების ჰაბის პერსონალი იყოფა ორ მიმართულებად: ტექნიკური ჯგუფი და მართვის ჯგუფი. 

ტექნიკური ჯგუფი - პასუხისმგებელია ჰაბში წარმოდგენილი ლაბორატორიების მუშაობაზე. შესაბამისად ამ ჯგუფისთვის აპლიკანტების შერჩევა მოხდება მხოლოდ ამ ჯგუფის კრიტერიუმების მიხედვით.

მართვის ჯგუფი - მათი ფუნქციაა ჰაბის ყველა სერვისის მუშაობის მართა/კონტროლი, ჰაბის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა. ამ ჯგუფისთვის აპლიკანტების შერჩევა მოხდება მხოლოდ ამ ჯგუფის კრიტერიუმების მიხედვით.

აპლიკანტი, რომელიც დაინტერესებულია რეგიონალური ინოვაციების ჰაბის პერსონალის შერჩევისა და გადამზადების პროცესში მონაწილეობის მისაღებად, უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური ჯგუფების კრიტერიუმებიდან არანაკლებ 2 და მართვის ჯგუფის კრიტერიუმებიდან არანაკლებ 3 კომპეტენციას.

ტექნიკური ჯგუფი:
✔ სამ განზომილებიანი მოდელირება
✔ ორ განზომილებიანი მოდელირება
✔ პროგრამირება (მაგ.: c++, java ან სხვა)
✔ ქსელები

მართვის ჯგუფი:
✔ პროექტების მართვის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება
✔ საოფისე პროგრამები (word, excel, PowerPoint)
✔ სამ განზომილებიანი მოდელირება
✔ ორ განზომილებიანი მოდელირება
✔ პროგრამირება (c++, java ან სხვა)
✔ ქსელები

*ინგლისური ენის ფლობა აუცილებელია და არ შედის 3 კომპონენტში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) შეიქმნა 2014 წელს, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისა და საქართველოში ინოვაციების ეკოსისტემის შექმნისმიზნით. იგი მონაწილეობს კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ ცოდნის, ინოვაციების, კვლევის შედეგების კომერციალიზაციისა და ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობაში. სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საინფორმაციო საზოგადოების ფორმირებისთვის, აუცილებელი პროექტებისა და პროგრამების წარმართვა და კოორდინაცია,    დაინტერესებული მხარეებისთვის ინოვაციების მხარდამჭერი მომსახურების, ინსტრუმენტების და პროგრამების მიწოდება.

GITA მოქმედებს ერთი ფანჯრის პრინციპით,  რომელიც  მიზნად  ისახავს  დიალოგის ხელშეწყობას და კოორდინაციას სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო დაინტერესებულ მხარეებს შორის ინოვაციური პოლიტიკის და რეფორმების განსახორციელებლად.

სააგენტო საკუთარი მანდატის ფარგლებში ხელს უწყობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ინოვაციების დანერგვას და გამოყენებას სხვადასხვა სფეროში, რათა აამაღლოს მათი ეფექტურობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საფინანსო დაბიზნეს-სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა მათი კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად და მეწარმეების მიერ ინოვაციური პროექტებისა და დამწყები ბიზნესისდაფინანსების წახალისებისთვის.

საქართველოში ინოვაციების ეკოსისტემის შექმნისა და ინოვაციების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით 2016 წელს პირველად საქართველოში შეიქმნა მაღალი ტექნოლოგიების და ინოვაციების განვითარების ცენტრი  (ტექნოლოგიურიპარკი). ტექნოპარკში მოწყობილია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები. ტექნოპარკი წარმოადგენს სივრცეს შემოქმედების, თანამშრომლობის და განვითარებისთვის, რომელშიც ხელმისაწვდომია:

  1.  სამრეწველო  ინოვაციების  ლაბორატორია  (FabLab)  -  უახლესი დანადგარებითა და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიული სივრცე მოდელირებისა და პროტოტიპირებისათვის. ლაბორატორია მოიცავს რამოდენიმე სახეობის მაღალი წარმადობის 3D პრინტერს, ლაზერულ მჭრელს, 2 ტიპის პროგრამირებად დაზგას - CNC-ს, ელექტრონიკის მიმართ, პლატების საბეჭდ ციკლს და სხვა დანადგარებს იდეის მატერიალიზაციისათვის. 
  2.  საერთო სამუშაო სივრცე (Co-working Area) - საერთო სამუშაო სივრცე სტარტაპებისა და ე.წ  “ფრილანსერებისათვის”,  სადაც  შესაძლებელია,  გარკვეული პირობებით,  სამუშაო ადგილის  მიღება,    საკუთარი იდეის,  თუ  Start-up-ისგანსავითარებლად.
  1.  საერთაშორისო კომპანიების შოურუმები და ფუნქციური სივრცეები სატესტოაპარატურით (Intel, HP, Autodesk, Samsung, Cisco, Epson) - სივრცეში ხორციელდება მაღალტექნოლოგიური კომპანიების უახლესი პროდუქციის მომხმარებლისათვის გაცნობა. ტექნიკა ხელმისაწვდომია ტექნოპარკის წევრებისათვის ტესტირებისა და დეველოპმენტისათვის.
  2.  დამწყები კომპანიების ინკუბატორი (Start-up ინკუბატორი) - სადაც ხორცილედება სხვადასხვა საკონსულტაციო სერვისების შეთავაზება.

ინოვაციების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საქართველოს მასშტაბით შეიქმნა და ფუნქციონირებს ხუთი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FabLab), სამი ინოვაციების ლაბორატორია (ILAB) და ორი ინოვაციური ცენტრი. დაგეგმილია რეგიონალური ინოვაციების ცენტრის ფორმირება (RIH), რომელიც რეგიონებში ინოვაციების ცენტრებს ერთმანეთან დააკავშირებს და ხელსშეუწყობს ერთიანი ინოვაციების ქსელის ჩამოყალიბებას.

 რეგიონალური ინოვაციების ჰაბი

ქვეყნის ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობა დამოკიდებულია ცოდნის კომერციალიზაციის პროცესზე, რაც გულისხმობს სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტის/სერვისისა თუ ტექნოლოგიის კომერციალიზაციას. ამისათვის უმნიშვნელოვანესია ინოვაციების ინფრასტრუქტურის განვითარება, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი გახლავთ რეგიონალური ინოვაციების ჰაბი. ეს არის სივრცე, რომელიც თავისი სერვისებით მორგებულია ამა თუ იმ რეგიონის სპეციფიკას. ჰაბი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: 

✔ სატრენინგო სივრცე
✔ საერთო სამუშაო სივრცე,
✔ შეხვედრებისა და კონფერენციების სივრცე
✔ ფაბლაბი (Fabrication Laboratories – Fab Lab).

ფაბლაბი - სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია გახლავთ სხვადასხვა დაზგა- დანადგარებით (3D პრინტერი, CNC, ლაზერული ჭრის აპარატი და სხვა) აღჭურვილი ღია დაშვების პრინციპზე მომუშავე ლაბორატორია, სადაც ნებისმიერ მსურველს მათ შორის ორგანიზაციებს აქვს საშუალება მოახდინონ თავიანთი პროდუქტის პროტოტიპირება. ერთ სივრცეში აღნიშნული სერვისების გაერთიანება მცირე და საშუალო ბიზნეს, განსაკუთრებით დამწყებ მეწარმეებს სწრაფად განვითარების საშუალებას მისცემს. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, რეგიონალური ინოვაციების ჰაბი, თავის სპეციფიკიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს სხვადასხვა ტრენინგების და ღონისძიებების ჩატარებას, რათა უფრო სწრაფად მოხდეს საზოგადოების ეფექტური ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში.

დამატებითი შეკითხვებისთვის მოგვმართეთ ელექტრონულ ფოსტაზე: fablab@gita.gov.ge

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო