სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

კონსტანტინეობა - 2016

2016-05-15 20:52:00

დღეს, 15 მაისს ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა. წელს მისი დაბადებიდან 123 წელი შესრულდა.

მწერლის იუბილე აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში, მისსავე სახლ-მუზეუმში აღნიშნეს. მუზეუმის ეზოში, ახალ სცენაზე მთელი დღის განმავლობაში კულტურული ღონისძიებები მიმდინარეობდა, რომელშიც ადგილობრივმა და სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა მონაწილეობა მიიღეს.

საიუბილეო ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე, კახაბერ რუსია, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, საზოგადო მოღვაწეები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„დიდოსტატის მარჯვენა“, „მთვარის მოტაცება“ და სხვა ცნობილი რომანების ავტორი, კონსტანტინე გამსახურდია 1893 წლის 15 მაისს სოფელ ძველ აბაშაში დაიბადა. ის ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია.

წელს, სოფელ ძველ აბაშაში, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის განახლება მოხდა. მუზეუმის ტერიტორიაზე ღია სცენა განთავსდა და მოეწყო გამსახურდიების ჯარგვალი. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ღია სცენის გამართვა კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმს ახალ სიცოცხლეს შესძენს. ახალ სივრცეში სხვადასხვა ლიტერატურული საღამოები გაიმართება, იგეგმება კულტურული ღონისძიებების ჩატარებაც.

კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმში გასულ წელს გალავანი და ჭიშკარი გაკეთდა, ასევე დამონტაჟდა გარე განათება და ეზოში მოეწყო მოსასვენებელი ადგილები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32 ათას ლარამდე დაიხარჯა.

კონსტანტინეობა - 2016 აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს ორგანიზებით გაიმართა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
2223242526
27
28
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო