სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის შესახებ ფონდებში დაცული უნიკალური მასალები გამოიფინება

2016-05-13 09:49:00

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, ხვალ, 14 მაისს 12 საათიდან 17 საათამდე, ზუგდიდში დადიანების სასხლეთა ეზოში გამოიფინება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, 1918-1921 წლებში დაწესებული პირველი ქართული ჯილდო (მედალი) თამარ მეფის ორდენი, 1918 წელს ჩატარებული პირველი არჩევნების ამსახველი მასალები, 1921 წლის 26 თებერვალს გამოცემული საქართველოს პირველი კონსტიტუცია, ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები, პრესაში 26 მაისთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალები, აკაკი ჩხენკელის მიერ გენერალ გიორგი კვინიტაძისათვის გაგზავნილი დეპეშის დეშიფრანტი, სადაც ჩხენკელი კვინტრაძეს სთხოვს, რომ სთხოვოს ეროვნულ საბჭოს, დაუყოვნებლივ გამოაცხადონ საქართველოს დამოუკიდებლობა და სხვა საინტერესო ნივთები.

ექსპოზიციის დათვალიერება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, ზუგდიდის შემდეგ გამოფენა  15 მაისს,12-დან 17 საათამდე, ფოთში ნიკო ნიკოლაძის კოშკთან მოეწყობა.

ზუგიდიდისა და ფოთის გარდა უნიკალური ექსპოზიციები საქართველოს 7 ქალაქში გამოიფინება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6
7
89101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო