სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

თბილისში მელიტონ ქანთარიას ბიუსტის გახსნას გუბერნატორის მოადგილე დაესწრო

2016-05-10 14:00:00

თბილისში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომის გმირის მელიტონ ქანთარიას ბიუსტი გაიხსნა.

ბიუსტის გახსნის ცერემონიას თბილისის მერი დავით ნარმანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი კობა კობალაძე, წალენჯიხის გამგებლის მოადგილე გიორგი ლუკავა, ომის ვეტერანები, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მელიტონ ქანთარიას შთამომავლები ესწრებოდნენ.

მელიტონ ქანთარიამ, რომელიც 1920 წელის 5 ოქტომბერს ჯვარში დაიბადა, მიხეილ ეგოროვთან ერთად რაიხსტაგზე გამარჯვების სიმბოლოდ დროშა აღმართა. მეორე მსოფლლიო ომიდან დაბრუნებული ქანთარია 1946 წელს აფხაზეთში დასახლდა. აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ კი იძულებული შეიქმნა საკუთარი საცხოვრებელი სახლი ოჯახთან ერთად დაეტოვებინა. ქანთარია 1993 წელს საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა სადაც მალევე 2 თვეში გარდაიცვალა (1993 წლის 26 დეკემბერი). მელიტონ ქანთარია მაშინდელი სამთავრობო კომიის გადაწყვეტილებით ჯვარის მესამე სკოლის ეზოში დაკრძალეს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6
789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო