სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი იტალიის ელჩს შეხვდა

2016-05-05 10:58:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი იტალიის ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლს შეხვდა. ლევან შონიამ ელჩს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. შეხვედრის ძირითადი თემები რეგიონის ეკონომიკურ შესაძლებლობებს, აგრარულ სექტორს და ტურიზმის განვითარებას ეხებოდა. 

იტალიის ელჩის განცხადებით ისინი დაინტერესებული არიან რეგიონებთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდეთ. ენრიკო ბარტოლის განცახდებით, ის იტალიელ ბიზნესმენებს დაგეგმილ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოტენციალს გააცნობს.

„მე ძალიან მომეწნა თქვენი რეგიონი, აქ პირველად ვარ და უკვე შემიყვარდა. რთულია იპოვო მხარე სადაც ერთადაა ამდენი სიმწვანე, მთა და სილამაზე. ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში განვითარდეს ტურიზმი, ასევე ჩაიდოს ინვესტიციები აგროსექტორსა და ენერგეტიაში, რაც მეტად დაახლოვებს ჩვენს ორ ერს. თქვენს რეგიონში წარმოდგენილია ორი მსხვილი იტალიური ფირმა, პირველი ეს არის „ფერერო“ და მეორე კი ნენსკრა მშენებლობაშია ჩაბმული. თქვენთან იწყება ძალიან კარგი პროექტი ანაკლიის განვითარების მხრივ, ვგულისხმობ პორტს, იმედს ვიქონიებთ, რომ მსგავს დიდ პროექტებში იტალიაც ჩართული იქნება“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იტალიის ელჩმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორ ლევან შონიას განმარტებით, ელჩთან საუბარი გაცნობითი ხასიათის იყო და ანტონიო ენრიკო ბარტოლს რეგიონის პოტენციალი გააცნეს. გუბერნატორმა ელჩს ის პაკეტები შესთავაზა სადაც უცხოელ ბიზნესმენებს ინვესტიციების ჩადება შეუძლიათ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  1234
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო