სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

წალენჯიხაში მინისტრმა და გუბერნატორმა სახელმწიფო პროგრამა ქართული ჩაი ფერმერებს გააცნეს

2016-05-03 13:05:00

სოფლის მურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია წალენჯიხაში რეგიონიში მოღვაწე ჩაის მეწარმეებს და დარგის სპეციალისტებს შეხვდნენ. მინისტრმა და გუბერნატორმა შეკრებილებს სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“ გააცნეს. პროგრამის წარდგენის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების უმთავრეს მიზანს საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება და ჩაის წარმოების ხელშეწყობა, მაღალი ხარისხის ჩაის, მათ შორის, ბიოჩაის წარმოების ხელშეწყობა წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია განხორციელდება და ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოები შეიქმნება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია რეგიონში, სადაც ყველაზე კარგადაა შენარჩუნებული როგორც კერძო, ისე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციები.

როგორც ოთარ დანელიამ ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული ჩაის საექპორტო პოტენციალის გაზრდას, ასევე მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოხდება იმ სტანდარტების დანერგვა, რომელიც აუცილებელია ქართული ჩაის ევროკავშირის ქვეყნებში გასატანად. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული შეღავათებია გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის, რაც საქართველოში კოოპერაციის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას მიიღებენ იურიდიული პირები, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. პლანტაციების რეაბილიტაციისათვის თანადაფინანსება იქნება: კერძო საკუთრებაში არსებული პლანტაციების შემთხვევაში: იურიდიული პირებისათვის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) - რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 60%; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 80%. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული (იჯარით გაცემული) პლანტაციების შემთხვევაში: იურიდიული პირებისათვის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) - რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 70%; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 90%.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები დამატებით უსასყიდლოდ მიიღებენ ჩაის პირველადი დამუშვებისთვის საწარმოო მანქანა-დანადგარებს, მოწყობილობებსა და ინვენტარს. პროგრამის ბენეფიციარებისათვის განხორცილდება ტექნიკური დახმარება, რომელიც ითვალისწინებს დახმარებას ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიებში, მარკეტინგში, რეალიზაციის არხების შექმნაში.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  1234
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო