სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორმა საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

2016-04-20 17:42:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოჩა ქაჯაიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავასთან და გამგებლის პირველ მოადგილე ვარაზ გაბედავასთან ერთად, ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. 

ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდება შენობის გადახურვა, სველი წერტილებისა და სამზარეულოს მოწყობა, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ჩასმა, კედლებისა და ჭერის შელესვა, შეღებვა, ელექტროგაყვანილობის სისტემის გამოცვლა, ეზოს შემოღობვა, გათბობის სისტემის დამონტაჟება, ლამინირებული იატაკის, მეტლახის, გრანიტის დაგება და სხვა.

სამუშაოებს, რომელსაც შპს „მშენებელი +“ ასრულებს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება შეადგენს 488 888 ლარს. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელშიც 25 ადგილობრივია დასაქმებული, ნოემბერში დასრულდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
2223242526
27
28
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო