სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ანაკლიაში „მომავლის ბანაკს“ უკრაინელი მოზარდები სტუმრობენ

2014-09-17 09:05:00

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და მის დაქვემდებარებაში არსებულმა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ახალგაზრდები „მომავლის ბანაკში“ ჩამოიყვანეს.
უკრაინელი მოზარდების დახვედრის საზეიმო ცერემონია ანაკლიაში წუხელ გვიან ღამით გაიმართა. ახალგაზრდები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წევრებმა მოინახულეს. პროგრამაში მონაწილეობას 14-დან 18-წლამდე ასაკის 115 მოზარდი მიიღებს მონაწილეობას.
„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მიერ ახალგაზრდებისათვის შემუშავდა სპეციალური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად დაზარალებული ბავშვების რებილიტაციასა და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების ხელშეწყობას. პროგრამა დატვირთულია როგორც გასართობი, ასევე შემეცნებითი აქტივობებით. უკრაინელი ახალგაზრდები ჩაერთვებიან სპორტულ აქტივობებში-ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი. მონაწილეობას მიიღებენ კინოჩვენებებსა და ინტელექტუალურ თამაშებში. გაერთობიან ანაკლიის აკვაპარკში. იმოგზაურებენ მარტვილის კანიონში. მოინახულებენ დადიანების სასახლეს. ახალგაზრდების ყველა ხარჯს ქართული მხარე დაფარავს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო