სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მარტვილში თამარ მეფის ქუჩისა და ქვაითის უბნის დამაკავშირებელი 3,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

2016-03-24 11:23:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მარტვილის მუნიციპალიტეტში, თამარ მეფის ქუჩისა და ქვაითის უბნის დამაკავშირებელი 3,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის ღირებულება 1,224,710.90 ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდა.

აღნიშნულ გზას რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ ჩატარებია, რის გამოც, გზის საფარი ამორტიზებული იყო და მოსახლეობას მასზე გადაადგილება უჭირდა. მშენებლობაზე 50 ადამიანი იყო დასაქმებული და მათი ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეა.

რეაბილიტირებული გზა დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ მოინახულეს. 

აღნიშნული პროექტის განხორციელება მარტვილში ორი მჭიდროდ დასახლებული უბნის დაკავშირებას გაამარტივებს და მგზავრობას უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის  აგვისტოში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. დაიგო 3,5 კმ.  ასფალტო- ბეტონის საფარი. პროექტის ფარგლებში, ობიექტზე, გზის გარდა, მოეწყო ხელოვნური ნაგებობები. 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
2223
24
25262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო