სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

25 მილიონიანი ინვესტიცია სამეგრელოში-ჩინურ მხარესთან მემორანდუმი გაფორმდა

2014-09-03 14:14:00

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სამეგრელო–ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ბატონი ლევან შონია ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის ხელისუფლების მოწვევით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დათო კოდუა და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე. ვიზიტის მიზანი იყო ინვესტიციების მოზიდვა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის კომპლექსურ განვითარებასთან დაკავშირებით. მემორანდუმი გაფორმდა ჩინეთის სამშენებლო სამრეწველო ჯგუფსა და სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციას შორის. მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგ საკითხებში:
1) სოფლის მეურნეობის წარმოების ძირითადი დარგების განვითარება.
2) მესაქონლეობის განვითარება
3) მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება, გადამუშავება
4) მეჩაიეობის დარგის აღორძინება განვითარება
5) სატბორე მეურნეობების განვითარება.
6) ჰიდროენერგეტიკის განვითარება
7) მშენებლობის სფერო
8) ტურიზმის განვითარება
9) სამაცივრე მეურნეობების განვითარება.
პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია სენაკის მუნიციპალიტეტში 650 ჰექტარი ჩაის პლანტაციის აღდგენა, რომელზეც გათვალისწინებულია 25 მილიონი დოლარის ინვესტირება. პროექტის განხორციელება დაიწყება ოქტომბრის თვეში. ჩინური მხარის მიერ გათვალისწინებულია ასევე მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო