სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

მარტვილის კანიონის სანაოსნო მონაკვეთი იჯარით გაიცემა

2016-02-29 11:41:00

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან შონიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

მინისტრმა და გუბერნატორმა ადგილობრივებს მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები გააცნეს. შეხვედრაზევე მოსახლეობას დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი ინიციატივაზე ესაუბრნენ. სააგენტო 5 წლის ვადით, იჯარით გასაცემად მარტვილის კანიონის კეთილმოწყობილ და საექსპლუატაციოდ გამზადებულ 280-მეტრიან სანაოსნო მონაკვეთს გაიტანს. აუქციონის საწყისი ფასი ყოველწლიური ბრუნვის 5 % იქნება. მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას აუქციონში მონაწილეობის პირობებიც განუმარტა.

მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას. რეგიონში მოთხოვნა გაიზრდება საოჯახო სასტუმროებზე, კვების ობიექტებზე და სანაოსნო ტრანსპორტის მომსახურებაზე.

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2020 >
MonTueWedThuFriSatSun
 123456
78910111213
14151617181920
212223242526
27
282930    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო