სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

კულტურის სტრატეგიის მორიგი საჯარო პრეზენტაცია მესტიაში

2016-02-25 01:13:00

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში, კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მორიგი საჯარო პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სმხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე,  კობა ქანთარია და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კაპიტონ ჟორჟოლიანი უძღვებოდნენ.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია შემუშავდა. მთავრობის დამტკიცებამდე დოკუმენტის სრულყოფის მიზნით, სამინისტრო სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციებს რეგიონებში აგრძელებს და კონსულტაციებს მართავს კულტურის სფეროს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან.

პრეზენტაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია, რეგიონის სხვადასხვა სახელოვნებო დაწესებულების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, შემოქმედებითი სექტორისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მინისტრმა ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის „რიჰო“-ს ხელმძღვანელი ისლამ ფილფანი, წოდებით „ხელოვნების ქურუმი“   დააჯილდოვა.

მიხეილ გიორგაძემ ასევე   ფოლკლორის ცენტრის დირექტორთან გიორგი დონაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სალოტბარო სკოლა გახსნა. სალოტბარო სკოლაში ადგილობრივი ახალგაზრდები უფასოდ შეისწავლიან ქართულ ტრადიციულ გალობას, ხალხურ სიმღერას და ქორეოგრაფიას.

მესტიის წარმომადგენლობის ბაზაზე ასევე იგეგმება აქტიური საექსპედიციო და სამეცნიერო მუშაობა, რომელიც ხელს შეუწყობს უნიკალური სვანური ფოლკლორული ნიმუშების მოძიებას, მათ შესწავლას და შენარჩუნებას.

 

 

 

 

 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
151617
18
192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო