სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი დაზარალებულ მუშებს შეხვდა

2016-02-22 13:37:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწლის უფროსთან მამუკა ფიფიასთან და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონალური სამასახურის უფროსთან მალხაზ თორიასთან ერთად დაზარალებულ მუშებს შეხვდა, რომლებსაც რამდენიმეთვიან დავალიანებას ქვეკონტრაქტორი კომპანია არ უხდის.

ზუგდიდში ტროტუარების დაგების სამუშაოებზე დასაქმებულმა მუშებმა გუბერნატორს და საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლებს დეტალურად აუხსნეს არსებული მდგომარეობა და დახმარება სთხოვეს.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „გზამგები“ ზუგდიდის მერიამ თანხა დროულად ჩაურიცხა. კომპანიის წარმომადგენელი დღეს გამართულ შეხვედრას თავად ესწრებოდა და აღნიშნა, რომ მათ მუშების ხელფასი კვეკონტრაქტორ კომპანიას ჩაურიცხეს, რომელსაც მუშებისთვის ხელფასი უნდა გაეცა, თუმცა მას ეს ვალდებულება არ შეუსრულებია.

„ჩვენა აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს თქვენი დავალიანებების ჩარიცხვა, არავის აქვს უფლება თქვენი ნამუშევარი მიითვისოს, ამ ყველაფერს სამართალდამცავები მიხედავენ და რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდება თქვენი უზრუნველყოფა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არცერთი თქვენგანი არ დაზარალდეს და  დროულად მიიღოთ კომპანია „ამი 2014“-ისგან თანხები, რომელიც მას ჩარიცხული ჰქონდა“ - განაცხადა შეხვედრის მიმდინარეობისას გუბერნატორმა.

შეხევდრას ვიცე-გუბერნატორი კობა ქანთარია და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი გოგოხია ესწრებოდნენ.

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2020 >
MonTueWedThuFriSatSun
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
29
30    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო