სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

თეთნულდის საბაგიროს გაშვება

2016-02-21 17:45:00

კურორტ "თეთნულდს" საბაგირო გზა შეემატა - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ "თეთნულდის" მშენებლობის პირველი ფაზა წარმატებით დაასრულა. საბაგიროების მწარმოებელი ფრანგული კომპანია "პომას" მიერ აშენებული, ექვსადგილიანი სავარძლის ტიპის საბაგირო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა. საბაგირო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

პრემიერმა, ყველას, ვისაც თეთნულდის მონახულება სურს, პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა. მისი თქმით, საქართველოს გააჩნია მთის კურორტების განვითარების კარგი რესურსი, რაც რაციონალურად და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

გიორგი კვირიკაშვილი ტურიზმს ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ასახელებს, რომლის განვითარება ქვეყანას დამატებით ინვესტიციებს და ახალ სამუშაო ადგილებს მოუტანს.

"დღეს თეთნულდზე ფუნქციონირებს ერთი სათხილამურო ტრასა, ჩვენ ვგეგმავთ, წლის ბოლომდე, კიდევ სამი საბაგირო გზა შევიდეს ექსპლუატაციაში. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში. სოფელ მულახიდან თეთნულდის ბაზას დაუკავშირდება დამატებითი საბაგირო. ასევე აუცილებლად გაკეთდება ქუთაისიდან ცაგერი-ლენტეხის გავლით სვანეთთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან ორი საათის სავალზე თეთნულდამდე მივა. ასევე, საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, რამდენიმე სასტუმროს გავაკეთებთ, რათა ბიძგი მივცეთ ამ კურორტის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერთან ერთად ახალ სამთო კურორტზე ვიცე-პრემიერი, მთავრობის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, მზადდება კონკრეტული გეგმა და მისი განხორციელება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყება.

სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობის პროექტი 100 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მას საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობა აფინანსებს.

თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება.

''მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" კურორტის პოპულარიზაციისთვის მესტია-თეთნულდი, თეთნულდი-მესტიის მიმართულებით ავტობუსი დანიშნა, რომელიც ტურისტებს უფასოდ მოემსახურება.

უნიკალური კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს. სათხილამურო პერიოდი კი 6-7 თვემდე გახანგრძლივდება.

მნიშვნელოვანია, რომ კურორტ თეთნულდზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. კურორტის მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო, მშენებლობის პირველი ფაზა 2016 წლის იანვარში დასრულდა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
151617
18
192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო