სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

რუხში მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი აშენდა

2016-02-20 16:52:00

სამეგრელოს რეგიონში კიდევ ერთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა - რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი გაზაფხულზე დაიწყებს ფუნქციონირებას. ევროპული სტანდარტების მქონე ცენტრი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად დაათვალიერა.

15 მილიონ ლარამდე ღირებული პროექტი საპარტნიორო ფონდმა განახორციელა. 10 შენობიანი კომპლექსი 10 000 კვადრატულ მეტრს იკავებს, ხოლო საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია. 

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სავაჭრო კომპლექსი იქნება ახალი სიტყვა რეგიონში, რომელიც თავის წვლილს შეიტანს მის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.  სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო და საბითუმო მაღაზიები, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი. სავაჭრო ფართები აღჭურვილია განათების, ვენტილაცია/კონდიცირების, გათბობის თანამედროვე სისტემებით. 

გუბერნატორ ლევან შონიას განცხადებით, სავაჭრო ცენტრი მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური განვითარების კუთხით ასევე ქართულ აფხაზური ურთიერთობების აღსადგენად.

„თუ აქამდე ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ მოქალქეებს უწევდათ სავაჭროდ წასვლა დედაქალაქში ამიერიდან მათ შეეძლებათ აქვე გამყოფ ხაზთან ძალიან ახლოს მოვიდენ და შეიძინორ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, ასვე მიიღონ სხვადასხვა სერვისი. ობიექტი არის უმნიშვნელოვანესი დასაქმების კუთხითაც აქ მშენებლობის პროცესში 300 ადგილობრივი დასაქმდა, ხოლო ოპერირების დროს დასაქმდება 1000-მდე მოქალაქე, რაც ძალიან სასიხარულოა“ - აღნიშნა გუბერნატორმა.

მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში შემოსასვლელად ემზადებიან, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიები.

ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. მშენებლობის პროცესში ობიექტზე დასაქმებული იყო 300 ადგილობრივი მაცხოვრებელი. ცენტრის გახსნის შემდეგ კი მუდმივად 1000-მდე სამუშაო ადგილი გაჩნდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო