სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო

2016-02-19 12:48:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა“ დაიწყო. მუნიციპალიტეტებში მოსახლეობისთვის განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგების პროცესი მიმდინარეობს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები მოსახლეობისათვის ბარათების დარიგებისა და გამოყენების წესების ამსახველ პრეზენტაციას რეგიონის მასშტაბით მართავენ.

ფერმერები, მიწის ფართობების მიხედვით დაიყო კატეგორიებად და მიიღებენ სხვადასხვა ოდენობის სარგებელს. ეს კატეგორიებია:

ა) ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან სარგებლობაში გააჩნიათ 0,25 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთი მიიღებენ აგრო ბარათებს, რომელზეც 50 ლარის შესაბამისი 50 ქულა იქნება დარიცხული;

ბ) ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0.25 ჰა დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის მიწის ნაკვეთები, რომელსაც იყენებენ ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად მიიღებენ ხვნის ბარათებს ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით;

გ) მოსარგებლეებს, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელზედაც გაშენებული აქვთ მრავალწლიანი კულტურების ნარგავები და არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურების წარმოებისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთები, „აგრო ბარათზე“ დაერიცხებათ ნაკვეთის ფართობის პროპორციული ქულების რაოდენობა 1 ჰექტარზე 140 ლარის გადაანგარიშებით.

პირველ ეტაპზე, რეგიონში ბარათს 99 828 ათასი ბენეფიციარი მიიღებს.დამუშავდება 52 021 ჰექტარი მიწის ფარდობი.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე მეოთხე წელია აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს. პროგრამა ორიენტირებულია მცირემიწიანი ფერმერების მაქსიმალურ ხელშეწყობაზე.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო