სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დარჩელის სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცია

2016-02-13 17:23:00

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დარჩელის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. მიმდინარე სამუშაოებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ,,საქართველოსმელიორაცია“ ახორციელებს.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა აღნიშნა, კომპანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხობი - ენგურის მდინარეთაშორის მასივზე დარჩელის დამშრობი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება  252 000 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში სისტემის 24 კმ. სიგრძის სადრენაჟე არხი აღდგება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილიდან, სოფელ დარჩელის მოსახლეობა დამატებით 450 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე ისარგებლებს სადრენაჟე მომსახურებით.

2012 წლიდან დღემდე რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრქუტურის 21 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად დაშრობილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები სამეგრელოში 16 350 ჰექტრამდე გაიზარდა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო