სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის მინისტრმა და გუბერნატორმა სენაკში დაფნის საწარმო დაათვალიერეს

2016-02-11 13:17:00

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორმა ლევან შონიამ, სენაკში დაფნის გადამამუშავებელი საწარმო „ლაურუსი“ დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ.

დაფნის გადამამუშავებელი საწარმო „ლაურუსი“ სახელმწიფოს ხელშეწყობით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა და  2014 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განაცხადა, „ლაურუსი“ დაფნის წარმოებაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საწარმოა.
„ახალი საწარმო უზრუნველყოფს დაფნის გადამუშავების სრულ ციკლს. განხორციელებული ინვესტიცია 250,000 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 150,000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. საწარმოში 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთ საქართველოში კიდევ რამდენიმე ანალოგიური საწარმოს გახსნა იგეგმება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ლევან შონიას განცხადებით, რეგიონის მოსახლეობის დასაქმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი საწარმოების გახსნა. ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა კი გადამწყვეტ როლს ასრულებს.

„საერთაშორისო ბაზრებზე დაფნა ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია. სეზონზე 200 ტონა დაფნის გადამუშავებას ვგეგმავთ. პროდუქცია საექსპორტოა და რუსეთის ფედერაციაში გადის. საწარმო აშენება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის საშუალებით შევძელით. სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ გავფართოვდეთ. ჩვენი მიზანი ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაა”, - აცხადებს დაფნის გადამამუშავებელი საწაარმო „ლაურუსის“ დირექტორი ივანე ჯალაღონია.

ახალი საწარმოების დაფინანსება და არსებულის გაფართოება სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტომ 2013 წლიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში 600-ზე მეტი მოქმედი საწარმო დაფინანსდა, 147 ახალი საწარმო შეიქმნა და 10 ათასამდე ადამიანი დასაქმდა. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა განვითარებისთვის, რის შედეგადაც, უმეტეს საწარმოებში წარმოება საგრძნობლად გაიზარდა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22
23
2425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო