სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდის წყალმომარაგების სამუშაოები იწყება

2016-02-11 13:11:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური დეპარტამენტის უფროსს  ზაზა სიხარულიძეს, კომპანიის რეგიონალური ფილიალის მენეჯერს დავით შელეგიას და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობაზე ისაუბრეს, რომლისთვისაც 39 593 106 დოლარი იხარჯება. ზაზა სიხარულიძის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება, ამჟამად კი პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები სრულდება.

ზუგდიდის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის მშენებლობა და ქალაქის დაქსელვა ერთდროულად მოხდება, რაც ექსპლუატაციაში შესვლის პროცესს დააჩქარებს. ზუგდიდში ასევე დაიწყება წყალარინების სისტემის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც სავარაუდოდ 38 მილიონი ლარი იქნება. წყლისა და წყალარინების სისტემა ექსპლუატაციაში 2018 წლის ბოლომდე შევა.

ზუგდიდს წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა არ გააჩნია, პროექტის განხორციელების შემდეგ კი ქალქი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

ლევან შონიამ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად  ჯვარში წყლის სისტემის რეაბილიტაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს. კომპანია ამ მიმართულებით უკვე მუშაობს.

შეხვედრას გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია და მუნიციპალიეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო