სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

საგანგებო შტაბის გაფართოებული სხდომა

2016-01-06 15:16:00

გუბერნატორმა ლევან შონიამ საგანგებო შტაბის გაფართოებულლი სხდომა ჩაატრა, რომელსაც რეგიონში ძალოვანი უწყების ხელმზღვანელები, გამგებლები, მერები და გუბერნატორის მოადგილეები ესწრებოდნენ. 

გუბერნატორმა დეტალურად მოისმინა ინფორმაცია სხვადასხვა მუნიციპალიტეტბში  არსებული ვითარების შესახებ. 

რეგიონის მაასშტაბით ყველა ცენტრალური, სოფლამდე მისასვლელი და შიდა გზები გაწმენდილია. გუბერნატორის დავალებით დამატებითი სპეცტექნიკა დღეს ჩხოროწყუს და წალენჯიხის იმ მაღალმთიანი სოფლების შიდა გზებს გაწმენდს, სადაც აქამდე პრობლემა იყო. მოძრაობა მესტიის მიმართულებით უახლოეს საათებში აღდგება, ამ დროისთვის ინტენსიურად იწმინდება ჯვარი-ხაიშის მონაკვეთი.

გუბერნატორმა დიდთოვლობის გამო დაზიანებულ სახლებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, თითოეულ დაზარალებულ ოჯახს ხელისუფლება დაეხმარება, ზუგდიდის მუნიციიპალიტეტში ავარიულ მდგომარეობაში არსებული სამივე სახლის ნაცვლად  გამგებლის ედიშერ თოლორაიას განცხადებით, დაზარალებულ ოჯახებს გამგეობა ახალ სახლებს აუშენებს.

რეგიონში ელექტრო ენერგიის გარეშე ბოლო მონაცემებით დარჩენილია 1000-მდე აბონენტი, რომელთა 70 პოროცენტს  17 საათამდე ელექტრომომარაგება აღუდგება, დანარჩენ აბონენტებს ელექტროენერგია დღის ბოლომდე ჩაერთვებათ. აღდგენით სამუსაოებზე ინტენსიურად მუშაობენ  „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები. გაზმომარაგებასთან დაკავშირებით რეგიონში პრობლემა არ არსებობს.

გუბერნატორმა გაწეული მუშაობისთვის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტების პირველ პირებს და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. 

„მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებს თითოეულ თანამშრომელს რომელიც დღე და ღამე მუშოებდით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კოორდინირებულად და ერთგუნდად. მადლობა მერებს, გამგებლებს, რომლებიც თავიანთ სამსახურებთან ერთად ახდენდნენ დროულ რეაგირებას ყველა პრობლემაზე, მადლობა ჩემს მოადგილეებს, ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლებს, რომლებიც აღდგენით სამუშაოებზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. ჩვენ ყველამ ერთად მუშაობით, შევძელით დროულად მოგვეხდინა რეაგირება ყველა პრობლემაზე და ჩვენს მოქალაქეებს რაც შეიძლება ნაკლები დაბრკოლება შექმნოდათ დიდთოვლობისგან“ - განაცხადა ლევან შონიამ.

 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
2223242526
27
28
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო