სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ბოლო მონაცემები - ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა

2016-01-05 21:55:00

22 საათის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტების რიცხვი 1500-მდე შემცირდა. დღეს დილით ეს ციფრი 8 ათას აბონენტს აღწევდა. ელექტრო ენერგიის გარეშე ჩხოროწყუს, ზუგდიდის და წალენჯიხის მაღალმთიანი სოფლების რამდენიმე უბანია დარჩენილი. სადაც დაზიანებული კერების აღდგენა დილიდან განახლდება. სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ როგორც ადგილობრივი ისე დამატებითი ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას.

რეგიონში გაზმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები არა არის, პრობლემა რაც გუშინ 5 საცხოვრებელ კორპუსს ზუგდიდში ჰქონდა აღმოფხვრილია.

დიდთოვლობის გამო დაზიანებული 20 ოჯახს ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირველადი დახმარება გაუწია. დაზარალებულები უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან, მიყენებულ ზარალს კომისია სწავლობს, მოხდება ზიანის ანაზღაურება.

ამ დროისთვის რეგიონის ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია, ასევე გაწმენდილია სოფლამდე მისასვლელი გზები. დღის განმავლობაში იწმინდებოდა და ხვალიდან განახლდება გაწმენდითი სამუშაოები სოფლის შიდა გზებზე. კვლავ ნაწილობრივაა შეზღუდული მოძრაობა ჯვარი-მესტიის გზაზე, სადაც გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორის დავალებით შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. შტაბს კოორდინაცია აქვს, როგორც მუნიციპალურ შტაბებთან ასევე ენერგო-პრო ჯორჯიას და სოკარ გაზის შტაბებთან. სამხარეო ადმინისტრაციაში მოქმედებს რეგიონალური ცხელი ხაზი. სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები. გამართულად მუშაობს ყველა სასიცოცხლო ობიექტი. 

რეგიონში 5 იანვრის დილიდან აღარ თოვს.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო