სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

საგანგებო შტაბის სხდომა

2016-01-05 20:51:00

დიდთოვლობასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის  ლევან შონიას მეთაურობითსაგანგებო შტაბის სხდომა ჩაატარდა, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, ვიცე-გუბერნატორი კობა ქანთარია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შტაბის სხდომაზე დეტალურად მიმოიხილეს რეგიონის გზებზე არსებული ვითარება. გაირკვა, რომ ამ დროისთვის ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია, ამავდროულად გაწმენდილია სოფლების გზების უმეტესობას, ამჯამად გაწმენდითი სამუშაოები შიდა გზებზე მიმდინარეობს.

გუბერნატორის განცხადებით, დილიდან დამატებითი ტექნიკით მოხდება გაწმენდითი სამუშაოების წარმოება და დღის ბოლომდე არცერთი მიმართულებით პრობლემა არ უნდა შეიქმნას.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ამაშუკელმა კი განაცხადა, რომ გუბერნიაში არსებული შტაბი კოორდინირებულად მუშაობდა მუნიციპალიტეტების შტაბებთან, რამაც შედეგი გამოიღო და არსებული პრობლემების მოგვარება ერთობლივად და დროულად ხდებოდა. 

შტაბის სხდომაზე რეგიონის მასშტაბით ელექტრო მომარაგების მხრივ არსებულ პრობლემებზეც ისაუბრეს. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, „სანიმუშოდ იმუშავა ენერგო-პრო ჯორჯიამ, რისთვისაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მათ. ახალი წლის დღეებში ამ ადამიანებს არ დაუსვენიათ და საშინელ ამინდში იბრძოდნენ წინა ფრონტზე, რათა მოქალქეებს ჰქონოდათ ელექტრო ენერგია. მათი ეს შრომა დასაფასებელია“- აღნიშნა ელოშვილმა. კომპანიის ხელმძღვანელებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა მხარის გუბერნატორმაც. 

სამეგრელოს რეგიონის ბუნებრივი აირით მომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება. რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, ყველა მუნიციპალიტეში ფუნქციონირებს  ცხელი ხაზი.

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< August 2020 >
MonTueWedThuFriSatSun
     12
3
4
56789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო