სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დიდთოვლობა - 13 საათის მონაცემები სამეგრელო-ზემო სვანეთიდან [5 იანვარი]

2016-01-05 14:04:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში დილიდან აღარ თოვს, თოვლის სახით მცირე ნალექი მხოლოდ მესტიის მუნიციპალიტეტში ფიქსირდება. წუხელ კი მთელი ღამის განმავლობაში ყველა მუნიციპალიტეტში გადაუღებლად თოვდა.

წუხელ მთელი ღამის განმავლობაში და დილიდან გაწმენდითი სამუშაოები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. უკვე გაწმენდილია ცენტრალური გზები, ამჯამად მძიმე ტექნიკა შიდა გზების გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. გაწმენდითი სამუშაოები მუნიციპალიტეტებში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

უკვე აღდგენილია მოძრაობა მესტიის მიმართულებით. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე დასაშვებია ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით ელექტრო ენერგია არ მიეწოდება 8 ათასამდე აბონენტს. ეს ციფრი წუხელ, 22:00 საათისთვის 2600 არ აღემატებოდა, თუმცა თოვლის სახით უხვი ნალექის გამო ელექტროგადამცემი ხაზები რამდენიმე მუნიციპალიტეტში მწყობრიდან გამოვიდა. დილიდან „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ მობილიზებულია დამატებითი სარემონტო ბრიგადები ქვეყნის სხვა რეგიონებიდან. უკვე დილიდან გასულია, როგორც ადგილობრივი ისე დამატებითი სარემონტო ჯგუფები, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ აღდგენით სამუშაოებს.

რეგიონში გაზმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები არა არის, პრობლემა რაც გუშინ 5 საცხოვრებელ კორპუსს ზუგდიდში ჰქონდა აღმოფხვრილია.

დიდთოვლობის გამო წუხელ ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 10-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. ადგილზე დროულად გამოცხადდა სამაშველო სამსახური. ათივე დაზიანებულ სახლში უკვე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები. რომლებმაც მოქალაქეებს პირველადი დახმარება გაუწიეს, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. როგორც ზუგდიდის გამგებელმა საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, ყველა დაზარალებულს სათანადო დახმარება გაეწევა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორის დავალებით შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. შტაბს კოორდინაცია აქვს, როგორც მუნიციპალურ შტაბებთან ასევე ენერგო-პრო ჯორჯიას და სოკარ გაზის შტაბებთან. სამხარეო ადმინისტრაციაში მოქმედებს რეგიონალური ცხელი ხაზი.

სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები რომლებიც ამჟამადაც აქტიურად მოქმედებენ, მობილიზებულია სპეცტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გამართულად მუშაობს ყველა სასიცოცხლო ობიექტი. 

დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნილი ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე:

✅ სამეგრელო-ზემოსვანეთისრეგიონალურიშტაბი: 591 41 77 18

✅ ფოთისშტაბი: 0493 22 12 95 ,591410326

✅ აბაშისშტაბი: 599 855766

✅ სენაკისშტაბი: 599 85 75 90; 591 90 20 90

✅ ქალაქზუგდიდისშტაბი:- 591 44 53 12

✅ ზუგდიდისმუნიციპალიტეტისშტაბი: - 0415 25 01 23

✅ წალენჯიხისშტაბი:- 599 87 66 88; 599 85 85 77 77

✅ მესტიისშტაბი: 577 92 06 00

✅ ჩხოროწყუსშტაბი: 599 85 66 07 .

✅ ხობისშტაბი: 599856063

✅ მარტვილისშტაბი: 577954849

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო