სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - სქურის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა

2015-11-28 21:18:00

სქურის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა. კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტირებული ძეგლი კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ, ვიცე-გუბერნატორმა კობა ქანთარიამ,   საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა  ნიკოლოზ ანთიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს. დღესვე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ რეაბილიტირებული ეკლესია აკურთხა. ჯვრის აღმართვის ცერემონიალში კი მეუფესთან ერთად მონაწილეობა მიხეილ გიორგაძემ და ნიკოლოზ ანთიძემ მიიღეს.

ძეგლის რეაბილიტაცია 2014 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყო და 2 ეტაპად განხორციელდა.

თავდაპირველად, ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია მავნე მცენარეებისგან გათავისუფლდა, მოხდა მიწაში გამოვლენილი ქვების მარკირება და ძეგლის სტრუქტურაში მათი თავდაპირველი მდებარეობის განსაზღვრა. პროექტის პირველ ეტაპზე ტაძრის დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთ ფასადების საპირე წყობა ავთენტური მასალის გამოყენებით აღდგა.

2015 წელს, პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში სრულად  რეაბილიტირდა სქურის ტაძრის დარბაზული სივრცე.

აღდგენითი სამუშაოები ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე შემორჩენილი, სრულად ავთენტური მასალებით - ჩამონგრეული ქვებითა და არქიტექტურული დეტალებით განხორციელდა. ტაძრის რეაბილიტაციაზე 700 000 ლარამდე დაიხარჯა.

სქურის  დარბაზული ეკლესია X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი გამორჩეული ნიმუშია. ნაგებობის ცენტრალური დარბაზიდან შემორჩენილია თითქმის ყველა კონსტრუქციული კვანძი,რაც  ძეგლის  ავთენტურობასა და მის გამორჩეულობაზე მეტყველებს. სქურის ეკლესია საქართველოში არსებული ყველაზე მაღალი ბაზილიკური სტილის ტაძარია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო