სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდის სტადიონის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

2015-11-17 10:17:00

ზუგდიდის სტადიონის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხამ და ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დაგი“-ს დირექტორმა მიხეილ შარანგიამ სტადიონის მშენებლობის ხელშეკრულება გააფორმეს. ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების მესამე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონს სწორედ კომპანია „დაგი“ ააშენებს.

ზუგდიდის ახალი სტადიონი, რომელიც კომბინატის დასახლებაში, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარეობს დაპროექტებულია უეფას III კატეგორიის სტადიონის სტანდარტების შესაბამისად და გათვლილია 7233 მაყურებელზე.

სტადიონს აქვს სათადარიგო მოედანი, რომელიც 1224 მაყურებელზეა გათვლილი. სათადარიგო სტადიონი სხვადასხვა თამაშების ერთდროულად გამართვის შესაძლებლობასაც იძლევა. ძირითადი მოედანი  არის ბუნებრივი, ხოლო სათადარიგო -ხელოვნური საფარით.

სტადიონის ძირითადი შენობა განთავსებულია ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში, ხოლო სათადარიგო სტადიონის (მცირე ტრიბუნით და სარბენი ბილიკით) - ჩრდილოეთ ნაწილში. 

სტადიონზე გათვალისწინებულია მაყურებელთა 10 შესასვლელი,  მოედნის კუთხეებში  გათვალისწინებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების მისასვლელები.  დასავლეთ ტრიბუნასთან განთავსდება  ავტობუსების პარკინგი გუნდების, ქომაგების და ტელევიზიებისათვის, ასევე პარკინგი VIP მაყურებელთათვის. პარკინგი გათვალისწინებულია აგრეთვე დამხმარე სტადიონის გარშემოც.

აქვეა განთავსებული სალაროებიც. ტრიბუნების ქვეშ განლაგებულია  სტანდარტების შესაბამისი ყველა სათავსი, მათ შორის  მაღაზიები, კვების ობიექტები, გუნდების ოთახები, ტუალეტები, საშხაპეები, მსაჯების ოთახები და ა.შ. 

სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა განთავსდება 6,5 ჰექტარ მიწის ფართობზე. მშენებლობის პროცესში ადგილობრივები დასაქმდებიან.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15
16
1718192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო