სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

ვიცე-გუბერნატორმა აქციის მონაწილეს ბინის ქირაობა და სამედიცინო დახმარების მიღება შესთავაზა

2015-11-16 13:06:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის მიმდებარედმწოლიარე აქციის მონაწილე ციალა ჯოჯუასთან სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე-გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისუფლების და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მივედნენ. კობა ქანთარიამ ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და კერძო დავის მოგვარებამდე ქალბატონს ქირით გადასვლა და სამედიცინო დახმარება კიდევ ერთხელ შესთავაზა. მისივე განცხადებით, ის პრეტენზია, რაც ჯოჯუებს აქვთ სასამართლოს გადასაწყვეტია და ხელისიუფლების კომპეტენციაში არ შედის.

„ჩვენი არაერთი თხოვნის და შეთავაზების მიუხედავად ქალბატონი უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე, ადგილობრივი თვითმმართველობა მას ბინის ქირავნობის პროგრამაში ჩართვას, ასევე იმ საცხოვრებლის გარემონტებას სთავაზობს, სადაც ამჟამად ცხოვრობენ, თუმცა ქალბატონი ციალა და მისი შვილი უარს აცხადებენ დახმარების მიღებაზე, ის დავა კი რაც კერძო სუბიექტებს შორის მიმდინარეობს არის სასამართლოში გასარკვევი და ჩვენს კომპეტენციას სცილდება“ - აცხადებს კობა ქანთარია.

ციალა ჯოჯუას სამედიცინო დახმარება და დავის დასრულებამდე ბინის დაქირავება ადგილობრივმა ხელისუფლებამ, აქციის დაწყების დღიდან  არაერთხელ შესთავაზა.

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< October 2020 >
MonTueWedThuFriSatSun
   1234
567891011
12131415161718
1920212223
24
25
262728293031 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო