სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფაზისობა 2015

2015-11-15 11:22:00

„ფაზისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით ფოთში, ზამბახიძის ქუჩაზე რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია, პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, დიმიტრი ხუნდაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია, ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

სააღმზრდელო დაწესებულების შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის რეგიონული განვითარების ფონდმა 177 ათასი ლარი გამოყო. 

ფაზისობასთან დაკავშირებით, ასევე გაიხსნა არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელი. მოგვიანებით კი  საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში ახალი საკონფერენციო დარბაზის პრეზენტაცია მოხდა, რომელის დათვალიერებასაც გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე შეუარეთდა. ფაზისობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებე სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერები, გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

სახალხო დღესასწაულტან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა ადგილას კონცერტები, მსვლელობები და სახალხო სეირობა იმართბოდა. სახალხო დღესასწაული "ფაზისობა-2015" ბენდ laudspeakers-ის კონცერტმა დაასრულა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15
16
1718192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო