სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის მშენებლობა იწყება

2015-11-09 13:00:00

ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის მშენებლობა იწყება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა და სამშენებლო კომპანია „ას-ინშაათ-ნ“-ს გენერალურმა დირექტორმა ნუშრავან ჯალილოვმა ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

ქალაქ ზუგდიდში ბოლო ათწლეულების განმავლობაში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობდა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ზუგდიდის მოსახლეობას დიდი ხნის პრობლემა მოუგვარდება და ადგილობრივი მაცხოვრებლები 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებლებენ.

პროექტის ფარგლებში აშენდება სათავე ნაგებობა, სატუმბი სადგური, მაგისტრალური მილსადენი, გამანაწილებელი ქსელები და მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. სამშენებლო სამუშაოებზე 150-მდე ადამიანი დასაქმდება.

ხელშეკრულების ღირებულება 40 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი და საქართველოს მთავრობა აფინანსებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო