სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მანდარინის მოსავლის 2 მილიონი ლარით სუბსისდირება მოხდება

2015-11-09 11:13:00

კომპანიაზე, რომელიც 1 კგ არასტანდარტულ მანდარინს შეისყიდის არანაკლებ 20 თეთრად, გაიცემა სუბსიდია 10 თეთრის ოდენობით,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მინისტრთა კაბინეტი დღეს მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკითხს განიხილავს.

„აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონში ვგეგმავთ მანდარინის სუბსიდირების საკითხის გადაწყვეტას, რომელსაც დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ. ჯამში 2 000 000 ლარის ოდენობის სუბსიდიას გამოყოფს მთავრობა,“–აღნიშნა პრემიერმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განმარტებით, არასტანდარტულ მანდარინზე შენარჩუნებულია შარშანდელი მიდგომა და წელსაც იქნება 10 თეთრის ოდენობის სუბსიდია.
„შარშანდელისგან განსხვავებით, წელს დაემატა სიმძლავრეები, როგორც შეფუთვისა და გადამუშავების, ისე კონცენტრატის წარმოების კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დარგისთვის. ასევე გაიზარდა მოსავალი, გვაქვს 30–40%–ით მეტი მოსავალი, თუმცა მოთხოვნა დიდია. ექსპორტის მოთხოვნა არის 30–35 ათასი ტონის. ასევე აღსანიშნავია ხარისხი გადამუშავების, ასევე შეფუთვის, რომელიც აბსოლუტურად ევროპულ სტანდარტებს უტოლდება,“–განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო