სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მესტიის ცენტრალურ გზას და სოფელ ლახამულას მდინარე ტვიბრა პრობლემას ვეღარ შეუქმნის

2015-11-05 13:15:00

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულაში, მდინარე ტვიბრას კალაპოტის გამაგრება რკინა-ბეტონის ფილებით მიმდინარეობს. მდინარეს მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები ახასიათებს, რამაც საფრთხე არაერთხელ შეუქმნა ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ზუგდიდი-მესტიის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზას.

სტიქიის დროს ღვარცოფული ნაკადი ცენტრალური გზის გავლით მიედინებოდა სოფელ ლახამულაში, აზიანებდა დასახლებულ პუნქტში გამავალ შიდა საავტომობილო გზასაც, რამდენჯერმე დატბორა დასახლებული პუნქტები. პროექტის დასრულების შემდეგ მეწყრულ–ღვარცოფული ნაკადი გაივლის მაქსიმალურ გამტარუნარიანობაზე გათვლილ
რკინაბეტონის წყალგამტარ არხში, რომელიც შემდგომ სპეციალური ტექნიკით გაიწმინდება.

პროექტის ღირებულება 1 724 470 ლარს შეადგენს. არხის მშენებლობა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. ამ ეტაპისთვის სამუშაოების 80% შესრულებულია. პროექტი 2015 წლის ბოლოს დასრულდება.

არხის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „თი ემ“ აწარმოებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო