სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ანაკლიის პორტის პროექტით ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანია POWERCHINA დაინტერესდა

2015-10-11 17:07:00

ანაკლიის პორტის პროექტით ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანია POWERCHINA დაინტერესდა, - კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს, იაო ციანგს, აშშ-ევროპის გენერალურ მენეჯერს იე ჰაოლინგს და საზღვარგარეთის ბიზნესგაერთიანების პრეზიდენტ დინ ჭენგუოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, საქართველოს მზარდ საექსპორტო პოტენციალსა და ქვეყანაში არსებულ თავისუფალ და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაესწრნენ.

POWERCHINA უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც, უზრუნველყოფს ყველა სახის მომსახურებას, დაგეგმვის, შესწავლის, პროექტირების, კონსულტაციის, მშენებლობის, ჰიდროენერგეტიკის, ახალი ენერგიისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. კომპანიის ბიზნესი ასევე მოიცავს უძრავ ქონებას, ინვესტიციებსა და ფინანსებს. 2015 წლის ივნისის მონაცემებით, POWERCHINA 70,4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს და დასაქმებული ჰყავს 200 000 ადამიანი. 2014 წელს კომპანიის შემოსავალმა 42,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წელს POWERCHINA-მ მსოფლიოს 110 ქვეყანაში 1 565 მსხვილი პროექტი განახორციელა. ENR-ის რეიტინგში - Top 150 Global Design Firms, POWERCHINA მესამე ადგილზეა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო