სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის მინისტრი გუბერნატორებს შეხვდა

2015-10-11 16:57:00

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სახელმწიფო რწმუნებულებს - გუბერნატორებს შეხვდა. მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რეგიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრა უმნიშვნელოვანესია სოფლის მეურნეობის დარგში განსახორციელებელი პროექტებისა და ღონისძიებების ეფექტიანად დასაგეგმად.

,,აღნიშნულ ფორმატში გამართულ შეხვედრებზე მოსაზრებებისა და შენიშვნების გაზიარების მეტი შესაძლებლობა არსებობს. მოგეხსენებათ, ბევრი რამ გაკეთდა აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის და პროგრესიც გვაქვს. ვფიქრობ, რეგიონებთან უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის, მსგავსი შეხვედრები სისტემური უნდა გავხადოთ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

შეხვედრაზე სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებმა განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახე პრეზენტაციები რეგიონულ ჭრილში წარმოადგინეს. რეგიონის ხელმძღვანელებს სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი დოკუმენტი - რეგიონების სოფლის მეურნეობის საინვესტიციო გზამკვლევი - გააცნეს, რომელიც საქართველოს რეგიონების მიხედვით ამომწურავ ინფორაციას მოიცავს და ერთგვარი სახელმძღვანელოა მათთვის, ვისაც აგრარულ დარგში ინვესტიციის განხორციელება სურს. სოფლის მეურნეობსი სამინისტროში გამართულ შეხვედრას გუბერნატორებთან ერთად, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის  ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენის უფროსი გიორგი ამაშუკელი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოთარ დანელიამ გუბერნატორებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზა დაათვალიერებინა და ქართული ენდემური ვაზის უნიკალური, საკოლექციო ჯიშები გააცნო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო