სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ხობის საერთაშორისო ფესტივალი „სიმღერა სამეგრელოზე“ – დღე II

2015-10-03 23:04:00

ხობის საერთაშორისო ფესტივალის "სიმღერა სამეგრელოზე" ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებლის - გუბერნატორის ინიციატივით პირველად გაიმართა ეთნოკუთხეების გამოფენა. ხობის ჭადრების ხეივანში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტმა საკუთარი კუთხეები წაროადგინეს, სადაც ხალხური რეწვის ნიმუშები, კერამიკული ნამუშევრები და მეგრული სამზარეულო იყო გამოფენილი.

გუბერნატორმა ლევან შონიამ, სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას, კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს და ფესტივალის სტუმრებს მეგზურობა პირადად გაუწია და ეთნოკუთხეები დაათვალიერებინა.

მანამდე კი კულტურის მინისტრი და გუბერნატორი ხობის საერთასორისო ფესტივალის ფარგლებში გამოცემული ანსამბლ რუსთავის ანთოლოგიის და თამარ გვერდწითელის აუდიო ალბომის პრეზენტაციას დასწრნენ.


სწორედ თამარ გვერდწითელის და ანსამბლ „რუსთავის“ შემოქმედებას მიეძღვნა საღამოს ხობში გამართული გრადნდიოზული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა თამარ გვერდწითელთან და ანსამბლ „რუსთავთან“ ერთად ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს.

კონცერტის მსვლელობისას კულტურის მინისტრმა ანსამბლ „რუსთავის“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდოთი „ხელოვნების ქურუმი“ დაჯილდოვდა. თამარ გვერდწითელს კი ხობის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ ხობის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა.

ხობის მეშვიდე საერთასორისო ფესტივალი „სიმღერა სამეგრელოზე“ გრანდიოზული ფოიერვერკით დაესრულდა.

ხობის საერთაშორისო ფესტივალი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ხობის“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ორგანიზებით ჩატარდა. ფესტივალი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით გაიმართა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო