სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

აბაშაში ორი საბავშვო ბაღები გაიხსნა

2015-10-02 10:47:00

აბაშის მუნიციპალიტეტშის სოფელ ნორიოში ახალი საბავშო ბაღი, სოფელ ონტოფოში კი სრულად რეაბილიტირებული სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება აბაშის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა გახსნა.

ნორიოს ახალი საბავშო ბაღი 60 აღსაზრდელზეა. ბაღის აშენება აბაშის ადგილობრივი ბიუჯეტითა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მოხერხდა. სამშენებლო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო, მიმდინარე წელს კი საბავშო ბაღის კეთილმოწყობა და მისი წყლის, გათბობისა და გაზის კომუნიკაციებით უზრუველყოფა მოხდა, კეთილმოეწყო ბაგა-ბაღის შიდა ეზოც. საბავშო ბაღის მშენებლობისთვის ჯამში 163 ათასი ლარი დაიხარჯა, აქედან 40 ათასი ლარი მსოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან, დანარჩენი კი აბაშის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

ონფოფოს საბავშო ბაღი კი წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო და არ ფუნქციონირებდა. წელს კი ონტოფოს ბაღში მოწესრიგდა წყლის სისტემა, გარემონტდა ყველა ოთახი და ახალი ინვეტარი გადაეცა. სარეაბილიტაციო სამუშოები აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინასდა. დღიდან ონტოფოს კეთილმოწყობილ  ბაღში 22 აღსაზრდელი მიიღებს სკოლამდელ განათლებას.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო