სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფოთში სუპერთასის, ჩემპიონთა და ევროპის ლიგის თასების ჩამოტანას გუბერნატორი დაესწრო

2015-07-03 18:41:00

დღეს ფოთმა სუპერთასს, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თასებს უმასპინძლა. ფოთი საქართველოს პირველი ქალაქია სადაც ფეხბურთის ფედერაციამ თასები ჩაიტანა. ისინი თეატრის შენობის წინ სპეციალურად მოწყობილ სცენაზე განათავსეს, სადაც ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა ფოტოები გადაეღო. 


ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ფოთის მერი ირაკლი კაკულია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.


უეფას სამი ტრიუმფალური სიმბოლო სუპერთასის ფინალის თბილისში ჩატარებამდე საქართველოს რამდენიმე ქალაქს მოივლის. ფოთის შემდეგ რიგში ზუგდიდია, სადაც ტასებს 9 ივლისს ელოდებიან.
საფეხბურთო კლუბებს „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის სუპერთასის ფინალი 11 აგვისტოს თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო