სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

35 წელი 9 აპრილიდან

2024-04-09 12:40:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, პირველ მოადგილესთან, ზუგდიდის მერთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ზუგდიდში მდებარე მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს.
 
„35 წელი გავიდა ისტორიული 9 აპრილიდან, რომელიც შემზარავი იყო თავისი სისატიკით, მაგრამ ამავდროულად იყო ერთიანობის, თავისუფლების და გარდაუვალი გამარჯვების მომასწავებელი. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ დღიდან 2 წლის შემდეგ აღდგა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. დიდება ჩვენს გმირებს, ერთიან საქართველოში გვეცხოვროს!“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
 
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა დაშავდა ასობით მოქალაქე. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
29
30
     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო