სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გიორგი გუგუჩია ჭითაწყარში მოქალაქეებს შეხვდა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

2024-03-30 19:05:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად სოფელ ჭითაწყარში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
 
შეხვედრაზე დაგეგმილ პროექტებთან ერთად სოფელში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
 
სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით მსგავსი ფორმატის შეხვედრები უშუალო კომუნიკაციისთვის და სოფლისთვის არსებულ საჭიროებებზე დროული რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია.
 
„ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ესაა ქვეყანაში არსებული სკოლებისა და ბაღების მშენებლიბა-რეაბილიტაცია, სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა დღეს შეხვედრა სოფელ ჭითაწყარში, სადაც აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც არის თანამედროვე სტანდარტების. შევხვდით მოსახლეობას, მოვსუმინეთ მათ საჭიროებებს, მაქსიმალურად ვეცდებით მათ მიერ დასმული ყველა საკითხი იქნეს გათვალისწინებული. ამჟამად რეგიონში მიმდინარეობს 28 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 21-ის რეაბილიტაცია“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
 
სოფელ ჭითაწყარში მუნიციპალური განვითარების ფონდმა 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაასრულდა, ასევე მოწესრიგდა სანიაღვრე არხები, ახალი გზა დაიგო კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, წელსვე მოხდება სოფელში არსებული საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
29
30
     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო