სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გიორგი გუგუჩია:მაზანდარაში ხიდის აღდგენა უახლოეს პერიოდში მოხდება

2023-06-23 18:36:00

გუშინ ღამით, ძლიერმა წვიმამ და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა სამეგრელოში, ყველაზე დიდი ზიანი რეგიონში წალენჯიხის მუნიციპალიტეტს მიადგა, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილი, წყალდიდობამ ასევე დააზიანა მაზანდარას უბანში მდებარე  დროებითი ასაწყობი ხიდი. სტიქიის ზონაში წუხელ და დღეს სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდა. მისი განმარტებით მიყენებული ზარალის აღდგენა ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით უახლოეს პერიოდში მოხდება.

„გუშინ ღამითვე დავათვალიერეთ სტიქიის ზონა, ვიმყოფებოდით სხვადასხვა სოფლებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დაზიანება წალენჯიხაში ე.წ. "მაზანდარას" ხიდმა მიიღო, სადაც 1 წლის წინ ჩვენ გავაკეთეთ ხიდი, რომელიც წლების განმავლობაში მოსახლეობას არ ქონდა, ეს იყო დროებითი სამანქანო ხიდი, თუმცა ამავე მოსახლეობის განცხადებით მსგავსი ტიპის წყალმოვარდნა მათ არ ახსოვთ, შესაბამისად ეს ხიდი დღეს უკვე მოწყვეტილია, აღარ არსებობს, თუმცა გუშინ გვიან ღამით კომუნიკაცია შედგა  ცენტრალურ ხელისუფლებასთან, შესაბამის სამინისტროსთან და მაქსიმალურად სწრაფად იქნება  სამუშაოები დაწყებული. დარჩენილია ფორმალური მხარე, ველოდებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტისგან შესაბამის წერილს, რომელიც გადაიგზავნება უკვე ინფრასტრუქტურის სამინისტროში და ხვალიდანვე დაიწყებენ ამ საკითხის დამუშავებას და მაქსიმალურად სწრაფად იქნება ხიდი აღდგენილი.

სხვა ზარალის დათვლა მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის მაშტაბით, ჯერ-ჯერობით სრული სურათი არა აქვთ გამოსახული თანხაში. ჩვენ, როგორც ყოველთვის  მაქსიმალურად  სწრაფად ვეცდებით  ზიანი იქნას აღდგენილი“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
2223242526
27
28
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო