სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს

2023-05-26 18:24:00
ზუგდიდში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს.
 
მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ სპეციალურად მოწყობილ სივრცეში საქართველოს სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტებს, რუკებს, ფოტოებსა და აქტივობებს გაეცნონ.
გამოფენილია ადგილობრიბი მეწარმეების პროდუქცია.
 
დამთვალიერებლები სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ სახალისო კითხვარს ავსებენ, მოეწყობილია ფოტო ზონა. ზუგდიდის ბულვარში იმართება მეგრული „სთრიდ ფუდის“ ბაზარი, სადაც წარმოდგენილია მეგრული მრავალფეროვანი ტრადიციული და გათანამედროვებული კერძები. მოეწყობილია საბავშვო აქტივობები და გუნდური თამაშები. გამოფენილია თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა.
 
საღამოს 17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება. შესრულდება საქართველოს ჰიმნი.
ღონისძიებები კონცერტით დაიხურება, რომელშიც მონაწილეობას ანი კეკუა, სოფო ბედია, თიკა მახალდიანი, ელენე ფოჩხუა, ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ მიიღებენ.
 
26 მაისის ღონისძიებები მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. ზუგდიდის ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ჩართულობით ტარდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  123
4
5
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო