სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ამერიკული კუთხის მიერ დაგეგმილ ახალ აქტივობებსა და პროგრამებს გაეცნო

2023-02-23 17:10:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ზუგდიდის ამერიკული კუთხის მიერ დაგეგმილ ახალ აქტივობებსა და პროგრამებს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პრეს ატაშის მოადგილესთან კრის იარნთან ერთად გაეცნო.
 
ზუგდიდის ამერიკულ კუთხეში ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო რვა კურსი ფუნქციონირებს. კუთხემ უკვე დამატებით დაიწყო კომპიუტერისა და ბუღალტერიის შემსწავლელი უფასო გადამზადების კურსები. ცენტრში ფუნქციონირებს ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკა და აუდიო ფონდი. ამერიკულ კუთხეში რამდენიმე კლუბი მოქმედებს, ასევე უახლოეს პერიოდში ფუნქციონირებას დაიწყებს ხმის ჩამწერი სტუდია.
 
სახელმწიფო რწმუნებულმა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივად განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა, ზუგდიდის ამერიკული კუთხის ხელმძღვანელი სოფო კვარაცხელია და ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი ბესიკ არახამია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  12
3
45
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო