სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტის მშებელობა წელსვე დაიწყება

2023-02-20 18:38:00

დღეს დავიწყებთ ოფიციალურ მოქმედებას, რომელიც უკავშირდება ანაკლიის პორტის მშენებლობას, პორტის მშენებლობა წელსვე დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პორტის 51% სახელმწიფოს კუთვნილება იქნება, 49 %-ზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება, თუმცა, ინვესტორის შემოსვლას არ დაელოდება მთავრობა და სამუშაოები წელსვე დაიწყება.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ აქტიურად გრძელდება გზების, მაგისტრალების მშენებლობა და აეროპორტის გაფართოებისა და სხვა კონცეფციებზე მუშაობა.

„დღეს ჩვენ დავიწყებთ ოფიციალურ მოქმედებას, რომელიც უკავშირდება ანაკლიის პორტის მშენებლობას. ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს შესაბამის პროცედურებს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის შემდეგი, - ამ პორტის 51% იქნება სახელმწიფოს კუთვნილება, 49 %-ზე გამოვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერს და მოვიწვევთ პოტენციურ ინვესტორებს. მაგრამ ჩვენ არ დაველოდებით მათ შემოსვლას, ჩვენ დავიწყებთ წელს სამუშაოებს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. ასევე აქტიურად გრძელდება გზების, მაგისტრალების მშენებლობა, აეროპორტის გაფართოებისა და სხვა კონცეფციებზე ვმუშაობთ აქტიურად. ასე რომ, ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური სიახლეები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  123
4
5
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო