სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში ნარაზენის ამბულატორიას სამედიცინო აპარატურა გადაეცა

2022-10-18 19:10:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარაზენის ახლადრეაბილიტირებულ ამბულატორიას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტისა, ორგანიზაცია  „ელ დი ეს ჩერეთი“-ს და საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თანამშრომლობით სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა.

ნარაზენის ამბულატორიამ ამ ეტაპისთვის კარდიოგრამის აპარატები, ე.წ. პაციენტის მონიტორი და სხვა სამედიცინო აღჭურვილობა მიიღო. ამბულატორია დამატებით ასევე აღიჭურვება ელექტროფორეზის აპარატურატურით. 

სოფელ ნარაზენში, დეპარტამენტის წარმომადგენელი მამუკა ცოტნიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან  ლუდუკ ხასიასთან, დავით კუხალეიშვილთანდა ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად იმყოფებოდა.

ნარაზენს ახალი საექიმო  ამბულატორია აქვს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით რეაბილიტირდა. სოფელს ამბულატორიის საკუთარი შენობა არ ჰქონდა და ყოფილი სკოლის  ავარიულ შენობაში იყო განთავსებული.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
1314151617
18
19
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო