სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში, პირველი კლასიკური მუსიკის ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი

2022-09-28 23:44:00

,,ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივითა  და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ზუგდიდის პირველი კლასიკური მუსიკის ფესტივალი და საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

კლასიკური მუსიკის ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ის ყოველწლიურად ზუგდიდში  ჩატარდება.

ზუგდიდის პირველი კლასიკური მუსიკის ფესტივალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა, დირიჟორი: ნიკოლოზ რაჭველი. მონაწილეობენ: სალომე ჯიქია (სოპრანო), ნატალია ქუთათელაძე (მეცო სოპრანო), არმაზ დარაშვილი (ტენორი), სულხან გველესიანი (ბარიტონი), ანნა ჭანია (ვიოლინო), ფოლკლორული ანსამბლი „ოდოია”.

,,ზუგდიდის საპატიო მოქალაქის“  წოდება მიენიჭა: მიტროპოლიტ გერასიმეს - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს; რაულ ჩილაჩავას - პოეტს, მწერალს, მთარგმნელსა და დიპლომატს; პანტიკო თორდიას - 2000-2013 წლებში თბილავიამშენის გენერალურ დირექტორს.

,,საპატიო ზუგდიდელის“ წოდება მიენიჭა: ლილი ბერაიას - ფილოლოგ-კავკასიოლოგს, წლების განმავლობაში დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორს; ზაურ ბულიას - ყოფილ ფეხბურთელს, სხვადასხვა დროს  საფეხბურთო კლუბის მწვრთნელს, ღირსების ორდენის კავალერს; ზაურ შეროზიას - დამსახურებულ მედიკოსს, პედიატრს, წლების განმავლობაში ქალაქ ზუგდიდის ბავშვთა პოლიკლინიკის დირექტორს.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან მამუკა წოწერიასთან  და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად  ესწრებოდა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
1314151617
18
19
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო