სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მთის დღეების ფარგლებში მესტიაში ღონისძიება გაიმართა

2022-07-23 18:55:00
მთის კვირეული ფარგლებში დღეს ღონისძიება მესტიაში იმართება. პროექტი საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება.
ფესტივალს ჰეშკილმა უმასპინძლა, საფესტივალო სივრცეში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიულ-შემეცნებითი კუთხეები.
 
ადგილობრივ მზარეულებთან ერთად შეფებმა მიშა ავსაჯანიშვილმა და რუსო დაუშვილმა სვანური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძების მომზადების მასტერკლასები ჩაატარეს. ადგილზე კერძების დეგუსტაცია ყველა მსურველს შეუძლია.
 
მთის კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
 
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა მესტიის საპატიო მოქალაქეების დაჯილოდების ცერემონიალი. მთელი დღის განმავლობაში მესტიიდან ჰეშკილის მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ.
მთის დღეების მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები, როგორებიც არიან: ანსამბლი „გორდელა“, ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი, სალიო, ანსამბლი „რანინა“.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
13141516171819
20
212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო