სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პრემიერი სტუდენტებს: გუბერნატორის ინიციატივით ზუგდიდში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იგეგმება

2015-06-02 19:50:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული კულტურული ძეგლების, ზუგდიდის ცენტრალური სტადიონისა და ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტების დათვალიერების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დადიანების სასახლის ეზოში შეკრებილ სტუდენტებს გაესაუბრა.

მთავრობის მეთაურს ახალგაზრდებმა ზუგდიდში სპორტის სასახლის აშენების თხოვნით მიმართეს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეგიონის გუბერნატორის, ლევან შონიას ინიციატივით, ზუგდიდში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იგეგმება, რომლის პროექტირება წელს დასრულდება.

ახალგაზრდებმა რეგიონში სტუდენტური დასაქმების პროგრამების გააქტიურების სურვილი გამოთქვეს. პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ ხელისუფლებას სტუდენტური დასაქმების პროგრამების დამუშავება დაავალა.

მთავრობის მეთაურს კითხვა ხუდონჰესის მშენებლობის საკითხზეც დაუსვეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ხაიშის თითოეულ მკვიდრს ჰესის მნიშვნელობას დეტალურად განუმარტავს და ყველა რესურსს გამოიყენებს, რათა ადგილობრივი მოსახლეობა პროექტის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაში დაარწმუნოს.

შეხვედრის შემდეგ სტუდენტებმა პრემიერ-მინისტრთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო