სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გიორგი გუგუჩიას საახალწლო მიმართვა

2021-12-31 23:30:00
ჩემო ძვირფასებო მიილია 2021 წელი. გასული წელი მარტივი წელი არ ყოფილა - ჩვენი ქვეყანა და რეგიონი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე იდგა, გამოწვევების წინაშე იდგა ჩვენი ოჯახებიც. უმთავრესი კი კორონავირუსია, რომელმაც უკვე ორი წელია ჩვენი ცხოვრება შეცვალა. ამ ვირუსმა გასულ წელსაც ბევრი ახლობელი დაგვაკარგვინა. ახლა მთავარი ხაზი ვაქცინაციაზე გადის, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგიწოდოთ ყველას ვისაც ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ ავიცრათ ერთმანეთის სიცოცხლის გადასარჩენად!
 
მიუხედავად პანდემიისა 2021 წელს ჩვენს რეგიონში გვქონდა მიღწევები სხვადასხვა მიმართულებებით ჯანდაცვის, სოციალური დაცვის ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით. ეს წინსვლა გაგრძელდება და ჩვენი მიზანია სარგებელი თითოეულმა უბანმა, ქუჩამ, სოფელმა, მოქალაქემ მიიღოს.
 
განვახორციელეთ სხვადასხვა მსხვილი პროექტი, ვზრუნავთ სკოლამდელ, სკოლის, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე - ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ვახდენთ გაზიფიცირებას, წყლის და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას რეგიონის მუნიციპალიტეტებში. მოვაწყვეთ სპორტის და კულტურის სფეროს ობიექტი. ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებს სტრტაფების განხორციელებაში.
 
თუმცა ეს საკმარისი არ არის, ბევრი შრომა და მაქსიმალური მონდომებაა საჭირო თითოეული ჩვენგანის, ყველა სფეროში დასაქმებული ადამიანის, რომ დავიბრუნოთ პანდემიამდე არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპი. ამ კუთხით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვანი მიღწევები უკვე აქვს. მხოლოდ ერთობით, დაუღალავი შრომით და სახელმწიფოებრივი აზროვნებით შევქმნით ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონის, ჩვენი ოჯახების უკეთეს მომავალს.
ახალი წელი ყველას დღესასწაულია, სიახლის და უკეთესის მოლოდინის თარიღია. გილოცავთ ახალი 2022 წლის შემობრძანებას! გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს, ყველა კეთილი სურვილის ახდენას!
 
ეს დღესასწაულები განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენი რეგიონის მოსახლეობას, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მონატრებულ მოქალაქეებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
13141516
17
1819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო