სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

შეხვედრა პერმიერ-მინისტრთან

2021-11-11 11:54:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მერებთან ერთად რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები ესწრებოდნენ.
 
პრემიერ-მინისტრმა მერებს არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და მათთან სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა.
 
ირაკლი ღარიბაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებს ცენტრალური მთავრობის მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა, რათა ის პროექტები და ინიციატივები, რომლებზეც საუბარი იყო წინასაარჩევნო კამპანიისას და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მოკლე ვადაში განხორციელდეს.
 
პრემიერმა არჩეულ მერებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ცენტრალური მთავრობის მზადყოფნა, ჩაერთოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული ნებისმიერი საკითხის გადაჭრაში.
 
ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებს მერებთან აქტიური კოორდინაცია დაავალა და მერებს მოუწოდა, მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეთ მოსახლეობასთან, რათა მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებული მათი საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ და ყველა პრობლემა მოქალაქეებს დროულად და ეფექტურად გადაუჭრან.
 
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ასევე მიწვეული იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
13141516
17
1819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო